Belive

ვილი სანიოლი: "ასეთი შეცდომების დაშვება არ შეიძლება"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ვილი სანიოლმა ბულგარეთთან მარცხის (1:4) შემდეგ, პრესკონფერენცია გამართა.
"ასეთ დონეზე, მსგავსი შეცდომების დაშვება არ შეიძლება. მეორე ტაიმი პირველზე უკეთესად ჩავატარეთ - ვფიქრობ, ბურთით კარგად ვითამაშეთ. ბულგარეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონ იტალიასთან არ წააგო, გუნდი ძველ დონეს იბრუნებს. რაც შეეხება ჩვენს თამაშს, პოზიტივზე საუბარი ასეთი წაგების შემდეგ არ შეიძლება," - თქვა სანიოლმა.
საქართველოს ნაკრებმა სექტემბერში სამივე მატჩი დათმო. ჯერ კოსოვოსთან (0:1), შემდეგ ესპანეთთან (0:4), ახლა კი ბულგარეთთან (4:1).

სხვა სტატიები