Belive

ვილი სანიოლი: "დისციპლინა ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება, ამის გარეშე ვერაფერს შეცვლი"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდი ეროვნული გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პირველი ინტერვიუს ამონარიდებს აქვეყნებს. "ჩვენ ერთად ვიმუშავებთ. დისციპლინა ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება. დისციპლინის გარეშე ვერაფერს შეცვლი.  ფეხბურთელებს უნდა ეამაყებოდეთ ნაკრებში თამაში და მათ პატივი უნდა სცენ საქართველოს ნაკრების მაისურს. თუ ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვექნება, ვფიქრობ, რომ შევძლებთ წარმატების მიღწევას. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მე აქ ჩამოვედი. თუმცა, ჩვენ ეს პოტენციალი უნდა გავზარდოთ.  ფეხბურთში ყველაფერი მონდომებაზეა დამოკიდებული. თუკი 99%-ით დაიხარჯები, ეს არ იქნება საკმარისი, 100 პროცენტს კი როგორც წესი, კარგი შედეგი მოაქვს", - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა. 43 წლის მწვრთნელი უკვე საქართველოში იმყოფება. ის 21 თებერვალს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ საქართველოს სუპერთასის შეხვედრას დაესწრო, რომელშიც "დინამო თბილისმა" "გაგრას" - 3:2 (2:2. პ. 5:4) სძლია. სანიოლის ხელმძღვანელობით "ჯვაროსნები" პირველ შეხვედრას 25 მარტს, სტოქჰოლმში, შვედეთის წინააღმდეგ გამართავენ. ვილი სანიოლის პირველ სრულ ინტერვიუს ფეხბურთის ფედერაცია 22 თებერვალს, 19:00 საათზე შემოგვთავაზებს.  

სხვა სტატიები