Belive

ვილი სანიოლი: "კოსოვოსთან წაგებით გაწბილებული ვარ, მინდა კარგი იმიჯით წარმოვჩინდეთ"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურის შეხვედრის წინ, რომელშიც საქართველოს ნაკრები კოსოვოს პრიშიტინაში დაუპირისპირდება, "ჯვაროსნების" მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა კომენტარი გააკეთა.
"კოსოვოსთან წაგებამ გაგვაწბილა და ის, რაც მე ახლა ფეხბურთელებისგან მინდა, არის კარგი მომზადება და იმიჯის კარგად წარმოჩენა და იმედი მაქვს, რომ კარგად ვითამაშებთ. მე არ მინდა კომენტარი გავაკეთო მეტოქეზე. მაგრამ რაც მე შემიძლია ვთქვა იმ მატჩიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ ჩავატარეთ, არის ის, რომ ვნახე გუნდი კარგი მოთამაშეებით. თითოეულ გუნდს აქვს კარგი და ცუდი მხარეები, მაგრამ კოსოვო თამაშობს გულით და კარგი ფეხბურთელებით, როგორებიც არიან რაშიცა, ბერიშა და მურიქი", - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.
საქართველოსა და შვედეთის ნაკრებების დაპირისპირება 12 ოქტომბერს, პრიშტინაშიფადილ ვოკრის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები