Belive

ვილი სანიოლი "მხოლოდ ნიჭით ვერაფერს მოიგებ, მონდომების და თავდადების ნაკლებობა გვაქვს"

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრაში, "ბათუმი არენაზე", საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ მარცხის (0:2) შემდეგ, საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, შეხვედრა შეაფასა და მარცხის მიზეზებზე ისაუბრა.
"იმ ყველაფრით, რაც მოედანზე მოხდა, იმედგაცრუებული ვარ. საწყისი 25 წუთის განმავლობაში, აგრესიულობის, მონდომების და თავდადების ნაკლებობა გვქონდა, ამით ძალიან უკმაყოფილო ვიყავი. მაღალი დონის ფეხბურთი მხოლოდ დრიბლონგი ან დარტყმა არ არის, კარგი უნარ-ჩვევები და ნიჭი არ განსაზღვრავს მაღალი დონის ფეხბურთს, ეს უფრო მთელი მატჩის დროს მონდომებით და თავდადებით თამაშით განისაზღვრება. ფეხბურთელები 90 წუთის განმავლობაში უნდა იხარჯებოდნენ. ჩვენ ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ მათ თავდადება უნდა ისწავლონ და მთელი შეხვედრის განმავლობაში მაქსიმალურად დაიხარჯონ. როცა თორნიკე ოქრიაშვილი მოედანზე შემოვიდა, ის ძალიან დაგვეხმარა. ბევრად მეტი შესაძლებლობა შეგვექმნა. მან აჩვენა ის, რაც საჭირო იყო მთელი ჩვენი გუნდისთვის, ანუ მონდომება და შრომა, რომელიც არამხოლოდ მას, არამედ მთლიანად გუნდს უნდა ეჩვენებინა. ყველა ფეხბურთელით კმაყოფილი არ ვარ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი გუნდის წინააღმდეგ თამაშობ, იქნება ეს საბერძნეთი, კოსოვო, ლიხტენშტეინი თუ ანდორა. ნებისმიერ მეტოქის წინააღმდეგ 100%-ით უნდა დაიხარჯო. თქვენ ნახეთ, თუ როგორ ვითამაშეთ მარტში, შემდეგ ივნისში, მერე კი შემოდგომაზე და მათ შორის ძალიან დიდი განსხვავება იყო. თუ კი წლის პირველ ნაწილში, კარგად თამაში მოვახერხეთ, ე.ი ეს შეგვიძლია. ერთადერთი სიტყვა, რომელიც შეგვიძლია ვთქვათ, არის მონდომება და თავდადება. ნიჭი კარგია, მაგრამ მხოლოდ ნიჭი მატჩს ვერ მოგაგებინებს. იყო უიღბლობაც, რაც ბოლო წუთზე დანიშნულმა პენალტმა გამოიწვია, მაგრამ მთავარი, მონდომების ნაკლებობა იყო. ლიონელ მესის კლასის ფეხბურთელს აქვს იმის საშუალება, რომ თავს მისცეს უფლება, ნაკლები ირბინოს, მაგრამ მას შეუძლია მოგვიანებით, სხვა ფაქტორების ხარჯზე გუნდს გამარჯვება მოუტანოს. თუმცა, ჩვენ, ამ კლასის ფეხბურთელები არ გვყავს, ამიტომ თუ გსურს, რომ მაღალ დონეს მივაღწიოთ, ყოველდღიურად მაქსიმალურად უნდა ვივარჯიშოთ. გუნდში მატჩიდან მატჩამდე პროგრესი უნდა იგრძნობოდეს. მარტის შეხვედრების შემდეგ დავიჯერეთ, რომ შვედეთის და საბერძნეთის წინააღმდეგ ყოველთვის თანაბრად თამაში შეგვიძლია, მაგრამ ასე არ არის, გვაწვდ მონდომების ნაკლებობა და ეს სიტუაცია უნდა გამოსწორდეს", - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.
ანგარიში შეხვედრის 90-ე წუთზე, ანტონიოს ბაკასეტასმა გახსნა, 95-ე წუთზე კი დიმიტრიოს პელკასმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სხვა სტატიები