Belive

ვილი სანიოლი: "ფავორიტად მაკედონია დავასახელე - იმედია შევცდები და ჯგუფს მოვიგებთ"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს. სკოპიეში გასამართი შეხვედრისთვის ეროვნული გუნდი უკვე მასპინძელი ქვეყნის დედაქალაქში ემზადება. მატჩის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა საქართველოდან სკოპიეში ჩასული ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა.
"მაკედონიასთან რევანშის აღება ჩემი მოვალეობა არ არის, რადგანაც, მიუხედავად იმისა, რომ ეს იგივე ტურნირზე მოხდა, მაშინ გუნდში სხვა მწვრთნელი, სხვა ფეხბურთელები და სხვა სიტუაცია იყო. ეს უკვე სხვა კონტექსტია. ეს ყველაფერი 20 თვის წინ მოხდა და ჩვენთვის ეს არ არის მთავარი. მთავარია, ის რაც 4-7 დღის წინ მოხდა. თუ ჩვენ იგივე ინტენსიურობით გავაგრძელებთ თამაშს, როგორც წინა შეხვედრებში, თუ იგივე გუნდურ სულისკვეთებას გამოვავლენთ, როგორც გიბრალტართან და ბულგარეთთან, შევინარჩუნებთ სათამაშო ფორმას, მაშინ თბილისში კარგი მოგონებებით დავბრუნდებით. 3 მეკარე გვყავს და ყველა მათგანი თავს ჯანმრთელად გრძნობს. თითოეული მათგანი მზადაა იმისთვის, რომ ხვალინდელ შეხვედრაში ითამაშოს, თუ ვინ დაიცავს საქართველოს ნაკრების კარს, ამას მოედანზე ვნახავთ.  მაკედონიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და შემდეგ იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს გამოთიშა. სამწუხაროდ, მათ პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ არ გაუმართლათ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩრდ. მაკედონიის ნაკრები ჯგუფში ფავორიტად მიიჩნეოდა და გათამაშების დაწყებამდეც მეც ასე მოვიხსენიე. საბედნიეროდ, ფეხბურთი მხოლოდ სიტყვები არაა, ფეხბურთი საქმეზეა დამოკიდებული და იმედია შემდეგი მატჩების გათვალისწინებით ჩემი პროგნოზი მცდარი იქნება და ჯგუფში პირველ ადგილს ჩვენ დავიკავებთ", - თქვა ვილი სანიოლმა.
მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.  

სხვა სტატიები