Belive

ვილი სანიოლი: "სექტემბერში უფრო ძლიერები დავბრუნდებით..."

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთის ნაკრებთან ფრედ 0:0 ითამაშა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფრანგმა მწვრთნელმა - ვილი სანიოლიმ, მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან დღევანდელი მატჩი შეაფასა.
"4 ტურის შემდეგ ჩემი რეზიუმე დადებითია, 10 ქულას 4 ტურის შემდეგ არავინ მოელოდა. ცუდია, რომ დღეს 3 ქულა ვერ მოვიპოვეთ, თუმცა სექტემბერში უფრო ძლიერები დავბრუნდებით. ოქტომბრიდან მოყოლებული 9 თამაშში 7 მატჩი მოვიგეთ, 7-ჯერ არ გაგვიშვია გოლი და ვთვლი, რომ ეს ძალიან მაგარი მიღწევაა. მე ძალიან მომთხოვნი მწვრთნელი ვარ, თუმცა დღეს მხოლოდ დადებითი აზრები მიტრიალებს თავში.  90 წუთში ბულგარეთს არცერთი საგოლე შანსი არ შეუქმნია, ამიტომ მე დღევანელი დაცვით კმაყოფილი ვარ. დღევანდელ მატჩში ცვლილებები საჭირო იყო, არ ვიქნები სწორი, რომ დღევანდელი მატჩისთვის ჩვენი დაცვა არ შევაქო, მადლობა ბიჭებს. ცვლილებებზე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ პირადად ჩემი გადასაწყვეტი იყო მეხუთე ცვლილების არ გამოყენება, რადგან საბა ლობჟანიძეს ბოლომდე ვენდე, მას ბოლო წუთებშიც რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდა. მე დღეს ასე გადავწყვიტე, რამდენად სწორი იყო ჩემი გადაწყვეტილება ეს თქვენ შეაფასეთ.  გიბრალტართან შედარებით დღეს სულ სხვა სიტუაცია იყო, უხეშად რომ ვთქვათ "საწვავი გაგვითავდა" ბოლოსკენ, ძალიან გადავიღალეთ, რადგან ბოლო 10 დღეში 4 მატჩი ჩავატარეთ. 2 კვირის წინ თუ თქვენ იტყოდით, რომ 4 თამაშში 10 ქულას დავაგროვებდით და მაინც უკმაყოფილოები ვიქნებოდით, ჩვენ მაშინ ხელს მოვაწერდით. ყველაფერს სექტემბერში უკეთესად დავამტკიცებთ.  კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ბოლო 10 დღეში 4 მატჩი ჩავატარეთ და ყველა მატჩს ერთი შემადგენლობით ვერ ითამაშებდნენ, იმიტომ კი არა, რომ მე არ მინდოდა, რომ მათ ეთამაშათ. არა, უბრალოდ ბიჭები გადაიღალნენ,ზოგმა მიკრო ტრავმა მიიღო, ზოგს პრობლემები შეექნა და ასე შემდეგ. ცვლილებების მთავარი მიზეზი იყო შეჯიბრის ფორმატი. როგორც ნებისმიერ მწვრთნელს, მე გამაჩნია ჩემი იდეალური სასტარტო შემადგენლობა, თუმცა ეს მარტივი არ არის. ამის მიუხედავად, ჩვენ არ დაგვიკარგავს ჩვენი იდენტობა, ჩვენი თამაში და ამითი კმაყოფილი ვარ.  დღეს პრობლემა არამხოლოდ მომენტების დაგვირგვინება იყო, არამედ ბურთი საკმაოდ ნელა მოძრაობდა და ვერ შევძელით კარგი თამაში, ამაზე ძალიან ბევრს ვიმუშავებთ".

სხვა სტატიები