Belive

ვილიანი ჩელსის ტოვებს - ბრაზილიელმა გამოსამშვიდობებელი წერილი დაწერა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
სულ ცოტა ხნის წინ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე გამოსამშვიდობებელი წერილი დაწერა. ვილიანი  ჩელსის ტოვებს -: " ეს იყო საოცარი წლები. 2013 წლის აგვისტოში მივიღე შეთავაზება "ჩელსისგან." მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს იყო კლუბი, რომელშიც აუცილებლად უნდა გადავსულიყავი. დღევანდელი გადმოსახედიდან ვხვდები, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. იყო ბევრი ბედნიერი მომენტი, მაგრამ ასევე იყო არასასიამოვნოც. მოვიგე არაერთი ტიტული. ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ აღმოვაჩინე ჩემს თავში. გავხდი ბევრად უკეთესი ადამიანი და ფეხბურთელი. ნებისმიერ მომენტში, როდესაც ვთამაშობდი ფეხბურთს, ვვარჯიშობდი ან ვიყავი გასახდელში, მე ყოველთვის რაღაც ახალს ვსწავლობდი." -" დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, "ჩელსის" ყველა იმ გულშემატკივარს, რომლებმაც მრავალი წლის მანძილზე სტიმული მომცეს და მამხნევებდნენ. იყო კრიტიკაც, მაგრამ კრიტიკა მისაღებია. ამ ყველაფრიდანაც რაღაც ახალ ვსწავლობდი.  სამწუხაროდ წასვლის დროა. მომენატრება ყველა ჩემი გუნდელი, სტაფის წევრი და გულშემატკივრები.  ვამაყობ იმით, რომ ამდენი ხანი "ჩელსის" მაისურს ვატარებდი." -" უდიდესი მადლობა ყველას ყველაფრისთვის, ჩემი გული მუდამ თქვენთან იქნება !!" - ვილიან ბორგეს და სილვა ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს ბრაზილიელი კარიერას, მაგრამ სხვადასხვა გამოცემები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ვილიანი მალე ლონდონის "არსენალს" შეუერთდება. 7 წლის განმავლობაში, ვილიანმა ჩელსის მაისურით 339 შეხვედრა ჩაატარა და 63 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები