Belive

ვილიანი მანჩესტერ იუნაიტედში?!

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სატრანსფერო სიახლეების კუთხით "მანჩესტერ იუნაიტედი" ერთ-ერთი ყველაზე მაღალი აქტივობით გამოირჩევა. რამდენიმე წუთის წინ ცნობილია გახდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს "წითელ ეშმაკებსა" და "ჩელსის" ნახევარმცველ ვილიანს შორის ყველანაირი საკონტრაქტო დეტალები შეთანხმებული და დადებულია, ინფორმაციას France Football ადასტურებს. მანჩესტერელები ვილიანს თავისუფალი აგენტის სტატუსით გაიფორმებენ, ვინაიდან ბრაზილიელსა და "ჩელსის" შორის დადებულ კონტრაქტს ვადა 2020 წლის 30 ივნისს, ანუ სულ მალე გაუვა. წყაროს ცნობით, სულ მალე ასევე ცნობილი გახდება, თუ რა თანხას მიიღებს ვილიანი ყოველწლიურად ანაზღაურების სახით კლუბისგან. 31 წლის ბრაზილიელმა "ჩელსის" რიგებში 329 შეხვედრა ჩაატარა, აღნიშნულ პერიოდში მან 59 გოლისა და ამდენივე საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

სხვა სტატიები