Belive

ვილიანმა არსენალის დატოვების მიზეზი დაასახელა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვილიანმა "არსენალი" ოფიციალურად დატოვა. 33 წლის პლეიმეიკერსა და "მეთოფეებს" შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაუქმდა. ვილიანი სამშობლოში ბრუნდება და გავრცელებული ინფორმაციით, "კორინთიანსის" მაისურს მოირგებს. ბრაზილიელი ფეხბურთელი ხელფასის სახით კვირაში 200.000 ფუნტს იღებდა, თუმცა კონტრაქტის გაწყვეტის შედეგად, კომპენსაციას არ მიიღებს. ვილიანმა აღნიშნა, რომ "არსენალის" მიმდინარე სათამაშო ფორმა და ჩრდილო ლონდონურ გუნდთან ერთად ტიტულების ვერ მოპოვება, კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი გახდა.

"მთელი კარიერის განმავლობაში ვცდილობდი საუკეთესო ფორმაში ვყოფილიყავი და ტიტულებისთვის მებრძოლა. სამწუხაროდ, "არსენალში" ეს შეუძლებელია, რის გამოც ძალიან ვწუხვარ. გულთბილი დახვედრისთვის ყველას ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. სამწუხაროდ, მოედანზე ყველაფერი ისე არ განვითარდა, როგორც დაგეგმილი მქონდა. კრიტიკის ქარცეცხლში გავეხვიე, განსაკუთრებით პრესის წარმომადგენლებისგან, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ "არსენალში" სოლიდური ანაზღაურების გამო გადავედი. იმედია ახლა მაინც შეწყვეტენ მცდარი ინფორმაციის გავრცელებას", - აღნიშნა ვილიანმა.

სხვა სტატიები