Belive

ვილფრიდ ზაჰას რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"კრისტალ პალასმა" კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განცხადება გაავრცელა, რომელიც გუნდის ლიდერის ვილფრიდ ზაჰას წინააღმდეგ რასისტულ შეურაცხყოფას ეხებოდა. "კლუბმა მოქმედება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ვილფრიდ ზაჰას სოციალურ ქსელში რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩვენი კლუბის ფეხბურთელების მიმართ განხორციელებულ მსგავს ქმედებებს არ შევეგუებით და მათ ყოველთვის მხარში დავუდგებით. ასევე, ვითანამშრომლებთ სხვა კლუბებთანაც, რათა მსგავს შემთხვევებში ბრალდებულები მაქსიმალური სიმკაცრით დაისაჯონ",-წერია ლონდონური კლუბის ოფიციალურ განცხადებაში. ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ აფრიკელი ფეხბურთელი თავის აგენტს გაუნაწყენდა, ვინაიდან მან ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას "არსენალისა" და "ევერტონის" ინტერესზე სათანადო რეაგირება არ მოახდინა. საქმე შესაძლოა სასამართლომდეც კი მივიდეს.

სხვა სტატიები