Belive

ვინ არის ბარსელონას ახალი მწვრთნელი, კიკე სეტიენი?

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ერნესტო ვალვერდეს დასჯის შემდეგ, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტი კიკე სეტიენმა დაიკავა. გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, კიკე სეტიენი "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელის პოსტს 2022 წლის 30 ივნისამდე დაიკავებს. ვინ არის და რა უნდა ვიცოდეთ "ბარსელონას" ახალი მწვრთნელის, კიკე სეტიენის შესახებ?
  1. კიკე სეტიენის საფეხბურთო კარიერა პლაჟის ფეხბურთით დაიწყო. სეტიენმა ესპანეთის პლაჟის ფეხბურთის ნაკრების მაისურიც კი მოირგო.
  2. სანტანდერის "რასინგის" ფანები სეტიენს აღმერთებდნენ და მას "ელ მაესტრო" შეარქვეს. ფეხბურთელის რანგში, სეტიენმა "რასინგში" 12 სეზონი გაატარა - მწვრთნელის ამპლუაში კი 2001/02 წლების სეზონში, "რასინგს" ელიტაში აღზევებაში დაეხმარა.
  3. კიკე სეტიენი მესამე კანტაბრიელი მწვრთნელია, რომელიც "ბარსელონას" გაწვრთნის. ენრიკე ორისაოლა (1961) და ლაურეანო რუისი (1976).
  4. ფეხბურთელის ამპლუაში კიკე სეტიენი "ბარსელონას" 22-ჯერ დაუპირისპირდა. 5 მოგება, 5 ფრე, 12 მარცხი. "ბლაუგრანას" კარი სეტიენმა ორჯერ აიღო.
  5. მწვრთნელის რანგში სეტიენის გუნდები "ბარსელონას" 7-ჯერ დაუპირისპირდნენ. 6 მარცხი და მხოლოდ 1 მოგება. 2018/19 წლების სეზონში, "ბეტისმა" კატალონიური გრანდი "კამპ ნოუზე" დაამარცხა.
  6. სამწვრთნელო კარიერის მანძილზე, კიკე სეტიენმა "რასინგი", "პოლი ეხიდო", "ლოგრონესი", "ლუგო", "ლას პალმასი", და "ბეტისი" გაწვრთნა. დამატებით, სეტიენი ეკვატორული გვინეის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელის პოსტსაც იკავებდა.
  7. "კამპ ნოუზე" ერთ-ერთი ვიზიტის დროს, სერხიო ბუსკეტსმა სეტიენს საკუთარი მაისური შემდეგი წარწერით უსახსოვრა: "სიყვარულით კიკეს. დასაფასებელია ფეხბურთის შენებური ხედვა. საუკეთესო სურვილებით - სერხიო ბუსკეტსი."
  8. კიკე სეტიენი "ბარსელონას" ყოფილ ფეხბურთელებს წვრთნიდა: ბარტრა, კაპტუმი, ტელო, სანაბრია, არაუხო, ჰალილოვიჩი და კევინ-პრინს ბოატენგი. სეტიენი ასევე წვრთნიდა "ბარსელონას" ამჟამინდელ ფეხბურთელ, ჯუნიორ ფირპოს.
  9. კატალონიური გრანდის ახალი მწვრთნელი "ბარსელონასა" და ლეო მესის დიდი გულშემატკივარია. კიკე სეტიენი ლეო მესის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად მოიხსენიებს.
  10. კიკე სეტიენს ძალიან უყვარს ჭადრაკის თამაში. სხვადასხვა დროს იგი მსოფლიოს ჩემპიონებს ანატოლი კარპოვსა და გარი კასპაროვს დაუპირისპირდა.
Untitled

სხვა სტატიები