Belive

ვინ არის დამნაშავე? - ლუის სუარესმა ბარსელონას დატოვების მიზეზებზე ისაუბრა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა "ბარსელონადან" წასვლის მიზეზებზე კიდევ ერთხელ, უფრო დეტალურად ისაუბრა და ამ საკითხში კლუბის ყოფილი პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ და მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი დაადანაშაულა. ამასთან ერთად, 34 წლის ფეხბურთელმა კატალონიურ გრანდში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებაც ისაუბრა.
"ჩავის შესაძლო ჩამოსვლა კლუბში? მე ვფიქრობ, რომ ჯობია ის ამისთვის შესაფერის მომენტს დაელოდოს. მგონია, რომ ახლა არ არის დრო, როცა მას ამჟამად არსებულ მდგომარეობაში მყოფი გუნდი უნდა ჩაიბაროს. ის ჭკვიანია და იცის ყველა სირთულის შესახებ. მას ჰყავს მეგობრები კლუბში, რომლებთან ერთადაც მოუწევს გადაწყვეტილებების მიღება, რთული იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, მე მას ძალიან კვალიფიციურ მწვრთნელად ვთვლი, "კამპ ნოუზე" სხვა ამპლუაში დაბრუნება მას მისცემს საშუალებას იყოს ისეთივე მწვრთნელი, როგორიც ფეხბურთელი.
I haven't forgotten' - Suarez still holds Barcelona grudge for making him train alone | Goal.com
მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ ლიონელ მესის წასვლით, რადგან მახსოვს მისი სიტყვები, რომ მას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურდა და ეს მას ბედნიერს ხდიდა. ჩემი წასვლა? ამაში თანაბრად ვადანაშაულებ კუმანს და ბართომეუს: რონალდი ისე მელაპარაკებოდა, როგორც 15 წლის მოზარდს, ხოლო ხოსეპ მარიამ თქვა, რომ მე ცუდი გავლენა მქონდა გასახდელში არსებულ ატმოსფეროზე. კუმანისა და ლაპორტას ურთიერთობა? მათი შიდა ომი მხოლოდ ფეხბურთელებს აზარალებს", - თქვა ურუგვაელმა ფორვარდმა. ლუის სუარესმა "ბლაუგრანას" მაისურით 2014-20 წლებში ითამაშა და ამ პერიოდში ჩატარებულ 283 შეხვედრაში 195 გოლის გატანა და 113 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. "კამპ ნოუზე" მან ყველა შესაძლო ტიტული (საერთო ჯამში 13), მათ შორის 4-ჯერ ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.  

სხვა სტატიები