Belive

ვინ არის ლივერპულის ახალი შენაძენი, ტაკუმი მინამინო?

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ლივერპულმა" ტაკუმი მინამინო ოფიციალურად შეიძინა - იაპონელი თინეიჯერი მერსისაიდელების რიგებს იანვრიდან შეუერთდება. ინგლისურმა გრანდმა მინამინოს სანაცვლოდ "ზალცბურგს" £7.25 მილიონი გადაუხადა. 24 წლის მინამინომ ინგლისელთა ყურადღება ოქტომბერში მიიქცია, როდესაც "ლივერპულის" წინააღმდეგ გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება შეძლო. მიმდინარე სეზონში, მინამინოს 22 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 9 გოლი და 11 საგოლე პასი ირიცხება. ოფიციალურად, მინამინოს პოზიციად მარჯვენა გარემარბი უწერია, თუმცა მას როგორც მოედნის ცენტრში, ასევე საპირისპირო ფლანგზეც ხშირად ნახავთ. ქვემოთ მოცემულ გამოსახულებაზე იაპონელის სტატისტიკაა მოცემული, რომელიც მას ჩემპიონთა ლიგაზე აქვს დაფიქსირებული.
ამ გამოსახულებაზე კი მოედანზე გადაადგილებასთან ერთად, მინამინოს მიერ გაკეთებული პასების მიმართულებაც არის გამოტანილი. როგორც ხედავთ, მინამინო გადაცემების უდიდეს ნაწილს მარცხენა ფლანგზე აკეთებს, ეს კი როგორც მწვრთნელის დავალებით, ასევე მისი სათამაშო სტილით შეიძლება აიხსნას.
24 წლის ფეხბურთელი მეტოქის კარის აღებას უმეტესად საჯარიმოს შიგნიდან ცდილობს. ჩემპიონთა ლიგაზე მისი შორეული დატყმები გოლით არ დასრულებულა.
მინამინოს გადაცემები, რომლებმაც მეტოქის კართან ხიფათი შექმნეს. როგორც ხედავთ, 3 შემთხვევაში, იაპონელმა აქტივში საგოლე პასი ჩაიწერა.
ექსპერტების შეფასებით, მინამინოს "ლივერპულის" ძირითად ბირთვში მოხვედრა ძალიან გაუჭირდება, თუმცა დიდი ალბათობით, იაპონელი იურგენ კლოპის სათამაშო სტილს მარტივად მოერგება და გუნდს დამატებით ძალას აუცილებლად შესძენს.

სხვა სტატიები