Belive

ვინ არის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი, რომელიც სპორტულ კლუბს ფლობს?

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინდური საფეხბურთო კლუბის, "მუმბაი ინდიანსის" მფლობელი, მუკეშ ამბანი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანია, რომელის მფლობელობაშიც სპორტული კლუბია. საინტერესოა, რომ ინდოელი მილიარდერის ქონება ლონდონის "ჩელსის" მესაკუთრის, რომან აბრამოვიჩის დანაზოგს 5-ჯერ აღემატება. Reuters-ის ანგარიშის თანახმად, რომელიც ირწმუნება, რომ ინდოელი მილიარდერის ქონება გასულ წელს 130%-ით გაიზარდა, ეს მას მსოფლიოს მეთერთმეტე უმდიდრეს ადამიანად აქცევს და მისი ქონება 62 მილიარდი ფუნტია.
Image Credit- PA Images
ეს არაჩვეულებრივი მაჩვენებელი ასევე იმას მიანიშნებს, რომ ამბანი არის სპორტული კლუბის უმდიდრესი მფლობელი მსოფლიოში, უსწრებს რომან აბრამოვიჩს, "არსენალის" მფლობელ სტენ კროენკეს და დანიელ გილბერტს, რომელიც "კლივლენდ კავალიერსს" ფლობს. გარდა იმისა, რომ ფლობს ინდოეთის პრემიერ ლიგის გუნდს, რომელმაც შიდა ჩემპიონატი ბოლო ოთხი სეზონიდან სამში მოიგო, ამბანი ასევე აკონტროლებს Reliance Industries Limited-ს, ინდოეთის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას და ცხოვრობს ანტილიაში, კერძო რეზიდენციაში, რომელიც მუმბაიში მილიარდერების რიგითაა ცნობილი.
Image Credit- PA Images
რაც შეეხება რუს ბიზნესმენს, ის ზემოთხსენებული მილიარდერების სამეულიდან ყველაზე წარმატებულია, მისი ხელმძღვანელობის დროს "არისტოკრატებმა" 17 ტიტული მოიგეს, აქედან 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, ხუთჯერ კი პრემიერ ლიგა.

სხვა სტატიები