Belive

ვინ არის რეალის 60 მილიონიანი შენაძენი, ლუკა იოვიჩი?

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
"რეალმა" ახალგაზრდა თავდამსხმელი ლუკა იოვიჩი შეიძინა. "სამეფო კლუბმა" ახალგაზრდა ტალანტი 60 მილიონ ევროდ გაიფორმა. "აინტრაქტში" გატარებული ფენომენალური სეზონის შემდეგ, იოვიჩმა სრულიად საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიქცია. იოვიჩს დაცვისათვის არაერთი ხიფათის გაჩენა შეუძლია - და მაინც, როგორი სტილით თამაშობს ახალგაზრდა შემტევი?

რა პოზიციაზე თამაშობს ლუკა იოვიჩი?

ლუკა იოვიჩი თავდამსხმელია, რომელიც მხოლოდ კლასიკური 9 ნომრის პოზიციაზე არ თამაშობს. მის მიერ ნაჩვენებმა სტატისტიკამ დაგვარწმუნა, რომ ლუკა იოვიჩი მოედნის სხვადასხვა პოზიციაზე აქტიურობს. ბურთის მისაღებად და შეტევის წამოსაწყებად, იოვიჩს მოედნის სიღრმეში შესვლა შეუძლია, თუმცა მისი საყვარელი პოზიცია მარცხენა ფლანგი და საჯარიმო ზონის კიდეა. ბურთის მისაღებად და შეტევის დასაწყებად, იოვიჩს შეუძლია მნიშვნელოვნად დაიხიოს უკან.

საიდან ურტყამს ლუკა იოვიჩი?

21 წლის ლუკა იოვიჩი განსაკუთრებით სახიფათოა, როდესაც კარის მიმართულებით საჯარიმო ზონის შიგნიდან ურტყამს. საჯარიმოს შიგნიდან შესრულებული 125 დარტყმიდან, იოვიჩმა 59 კარში მოახვედრა. საჯარიმოს გარედან შესრულებული დარტყმების პროცენტული მაჩვენებელი არანაკლებ შთამბეჭდავია 39 მცდელობიდან იოვიჩმა 10 კარში მოახვედრა.

სად ურტყამს ლუკა იოვიჩი?

იოვიჩს განსაკუთრებით უყვარს კარის კუთხეებში ბურთის მოთავსება. უკანასკნელი 5 გოლიდან - იოვიჩმა 4 კარის მარჯვენა კუთხეში გაიტანა. 8 გოლი კი კარის მარცხენა კუთხეში მოათავსა.

როგორ ურტყავს ლუკა იოვიჩი?

გოლების უმრავლესობა ლუკა იოვიჩმა მარჯვენა ფეხით გაიტანა, თუმცა თავდამსხმელს მარცხენა ფეხითაც მშვენივრად შეუძლია დარტყმა. ლუკა იოვიჩმა 15 გოლი მარჯვენა ფეხით გაიტანა, 8 გოლი მარცხენა ფეხით, ხოლო 5 გოლი თავური დარტმით.

რას აძლევს ლუკა იოვიჩი შეტევას?

სტატისტიკურად იოვიჩი 2.7 შანსს ქმნის ერთ მატჩში და 0.7 გოლი გააქვს. გოლის გატანასთან ერთად, იოვიჩს საგოლე გადაცემების შესრულებაც შეუძლია. საშუალოდ 1.8 პასით იოვიჩი იდეალური შემტევი პარტნიორია. მატჩში, იოვიჩს საშუალოდ 3-4 წარმატებული დრიბლინგი აქვს, ასევე არ ერიდება მცველებთან კონტაქტს.

რას აძლევს ლუკა იოვიჩი დაცვას?

მიუხედავად იმისა, რომ იოვიჩი თავდამსხმელია და მას არავინ ავალდებულებს დაცვის დახმარებას - იგი ყოველთვის ცდილობს საკუთარი მცველებისათვის სარგებლის გაწევას. იოვიჩი დაცვითი დუელების 31%-ს იგებს. მატჩში, საშუალოდ 0.8-2.7 დაცვითი დუელის მოგება და საშუალოდ 1.4 ართმევა. ძირითად შემთხვევებში, როდესაც იოვიჩი დაცვაშია იგი ცდილობს გამოიყენოს მისი სხეული და ვარდნების განხორციელებას თავს არიდებს.

სხვა სტატიები