Belive

ვინ არის რონი ბრუნსვიკი?

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
რონი ბრუნსვიკი სურინამის ვიცე-პრეზიდენტია. ჩნდება კითხვა, რა შუაშია პოლიტიკური ფიგურა სპორტთან? გასულ სექტემბერში რონიმ სურინამული კლუბი, "ინტერ მოენგოტაპოე" შეიძინა. ამ კლუბში მისი ერთ-ერთი ვაჟი თამაშობს. New York Times-ის ინფორმაციით მას, მინიმუმ, 50 შვილი ჰყავს. 60 წლის პოლიტიკოსმა გადაწყვიტა კონკაკაფის ლიგაში ჰონდურასის "ოლიმპიას" წინააღმდეგ ეთამაშა. აღნიშნულ შეხვედრაში ბრუნსვიკმა 54 წუთი ითამაშა, სანამ მისი შვილი შეცვლიდა. მისი გუნდი 6:0 დამარცხდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, როგორ არიგებს ბრუნსვიკი, მატჩის შემდეგ,  100 დოლარიან კუპიურებს მეტოქის გასახდელში. ბრუნსვიკი და იმ მატჩის ყველა მონაწილე დიდ პრობლემებში გაეხვნენ. "ოლიმპია", გუნდი, რომელმაც 6:0 მოიგო, "ინტერ მოენგოტაპოესთან" ერთად კონკაკაფიდან გააძევეს. ბრუნსვიკს ფეხბურთის თამაში სამი წლით შეუზღუდეს, თუმცა გასაჩივრების შემდეგ, სასჯელი ორ წლამდე შემცირდა. სურინამის ვიცე-პრეზიდენტი ნასამართლები იყო ნარკოტიკებით ვაჭრობის გამო, 1999 წელს ნიდერლანდებში და 2000 წელს საფრანგეთში. ერთ-ერთმა ფეხბურთელმა L’Equipe- თან ინტერვიუში ასეთი რამ თქვა:
"ამ სასჯელის თაობაზე სურინამში არავის სმენია. ჩევნ მას რობინ ჰუდს ვეძახით, რადგან ხალხს მუდამ ეხმარება ფულით."
იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ რონის ფეხბურთის თამაში არ შეუძლია, "ინტერ მოენგოტაპოეს" კაპიტანი ნადლო კვაზიე იქნება.