Belive

ვინ არის ვანდა ნარა? | მოდელი, საფეხბურთო აგენტი და ტელეწამყვანი

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მაურო იკარდისა და მისი მეუღლის შესახებ მსოფლიო სპორტულ მედიაში არაერთი განსხვავებული შინაარსის მქონდე ინფორმაცია დაიწერა, თუმცა "რეალობად", მაინც მათი დაშორების ფაქტი შეირაცხა. ნარამ იკარდის ინსტაგრამზე გამოწერა გაუუქმა და მასთან ერთად გადაღებული ყველა ფოტო წაშალა. ,,მეძავის გამო, კიდევ ერთი ოჯახი დაანგრიე”,  დაწერა თავდამსხმელის ცოლმა სოციალურ ქსელში, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, ვის მიუძღვნა მან პოსტი.

ვინ არის ვანდა ნარა?



ვანდა ნარა 1986 წლის 10 დეკემბერს არგენტინაში დაიბადა, არის როგორც ტელეწამყვანი, ასევე მოდელი და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ფეხბურთის აგენტიც. ნარა მაურო იკარდისთან ქორწინებაში იმყოფება და ამავდროულად მისი აგენტის მოვალეობასაც ასრულებს. ნარამ და იკარგიმ 2014 წელს იქორწინეს, იქამდე, 2008-2013 წლებში, ვანდა კიდევ ერთი არგენტინელი ფეხბურთელის, მაქსი ლოპესის მეუღლე იყო.

შვილები



ვანდა ნარა საზოგადოების ყურადღების ცენტრში თუნდაც იმითაც ექცევა, რომ შესანიშნავ ფიზიკურ ფორმებს ინარჩუნებს 5 შვილის გაჩენის ფონზე. 3 ვაჟი მაქსი ლოპესთან და 2 ქალიშვილი იკარდისთან. პირველი შვილი გასტონ ლოპეს ნარა 12 წლისაა, მეორე ვაჟი კონსტანტინო ლოპესი 10 წლის, მესამე ბენედიქტი კი 9 წლისაა. ნარას ინსტაგრამის დათვალიერებით ირკვევა, რომ კონსტანტინო და ბენედიქტი მამის კვალს მიჰყვებიან და თავის მომავალს ფეხბურთში ხედავენ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მაურო იკარდისთან ნარას 2 ქალიშვილი ფრანჩესკა და იზაბელა ჰყავს, 6 და 4 წლის.

რამდენად პოპულარულია ვანდა ნარა?


ნარას ინსტა

ვანდა სოციალურ ქსელ Instagram-ზე აქტიურობს, სადაც ძირითად ნაწილში საკუთარ ოჯახურ ცხოვრებას ასახავს, ასევე მის მიმდევრებს თავის სამოდელო და სპორტული საქმიანობის შესახებაც აწვდის ინფორმაციას. არგენტინელ საფეხბურთო აგენტს, მოდელსა და ტელეწამყვანს 9 მილიონამდე გამომწერი ჰყავს.

სხვა სტატიები