Belive

ვინ გაიტანა მეტი გოლი წელს - რამოსმა თუ რეშფორდმა?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" კაპიტანმა 2018/19 წლების სეზონში 53 მატჩი ჩაატარა და 17 გოლის გატანა შეძლო. ამავე სეზონში, 21 წლის ფორვარდმა, მარკუს რეშფორდმა 58 მატჩი ჩაატარა და მეტოქის კარის აღება 16-ჯერ შეძლო. მარტივი სიტყვებით, 33 წლის მცველმა 21 წლის ფორვარდზე 5 მატჩით ნაკლები ჩაატარა, მაგრამ მეტი გოლის გატანა შეძლო. აღსაშნავია, რომ რამოსს ესპანეთის ნაკრებშიც ბევრი გოლი გააქვს - მას ზედიზედ 8 თამაშში აქვს გოლი გატანილი (ჯამში 20). ამ შედეგით, იგი ესპანეთის ყველა დროის ბომბარდირებს შორის მე-11 ადგილს იკავებს.
g_13.06
   

სხვა სტატიები