Belive

ვინ გახდა პრემიერ ლიგის ბომბარდირი პირველივე სეზონში?

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
პრემიერ ლიგის ისტორიაში, არაერთ სახელოვან თავდამსხმელს დაუმახსოვრებია გულშემატკივრებისთვის თავი. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ოთხმა შემტევმა შეძლო გუნდთან კონტრაქტის გაფორმებიდან, პირველივე სეზონში ბომბარდირის ტიტულის მოპოვება.

ტედი შერინგემი (1992/93)

1993 წელს, ტედი შერინგემს წილად ხვდა პრემიერ ლიგის პირველი ბომბარდირის ტიტული. სახელოვანმა შემტევმა სეზონი "ნოტინგემში" დაიწყო თუმცა პრემიერ ლიგის სტარტიდან 1 კვირის შემდეგ, "ტოტენჰემს" შეუერთდა. 1992/93 წლების სეზონში, შერინგემმა 21 გოლი გაიტანა და ბომბარდირის ტიტულს დაეუფლა - თავდამსხმელის გარჯამ "ტოტენჰემს" ვერ უშველა. "სპურსმა" სეზონი მერვე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონ "მანჩესტერ იუნაიტედს" 25 ქულით ჩამორჩა.
11111111111111111111111111111

დუაიტ იორკი (1998/99)

"მანჩესტერ იუნაიტედში" გადასული დუაიტ იორკისათვის, პრემიერ ლიგაში გოლების გატანა უცხო არ ყოფილა. "ასტონ ვილას" შემადგენლობაში თავის გამოჩენის შემდეგ, იორკი "წითელ ეშმაკებს" შეუერთდა. პოლ სქოულზის, რაიან გიგზის, დებიდ ბექჰემისა და ენდი კოულის გარემოცვაში მოხვედრილმა იორკმა პრემიერ ლიგის ბომბარდირის ტიტული მოიპოვა. 1998/99 წლების სეზონში დუაიტ იორკმა მაიკლ ოუენთან და ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკთან ერთად გაიფორმა ბომბარდირის ტიტული - სამივე მათგანმა 18 გოლის გატანა შეძლო.

ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი (2000/01)

2000 წელს, ჰასელბაინკმა "ატლეტიკო" დატოვა და "ჩელსის" შეუერთდა. ჰასელბაინკმა ჯანლუკა ვიალის გაწვრთნილი "ჩელსის" მაისურით 23 გოლის გატანა შეძლო და პრემიერ ლიგის ბომბარდირის ტიტულს დაეუფლა. ვიალის დასჯისა და გუნდში კლაუდიო რანიერის მოსვლის შემდეგ, ჰასელბაინკმა შედეგიანი ასპარეზობა განაგრძო.

რობინ ვან პერსი (2012/13)

2012/13 წლების სეზონი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანებს სამუდამოდ ემახსოვრებათ. რას ფიქრობდა არსენ ვენგერი, როდესაც საუკეთესო თავდამხმელი მოსისხლე მტრის ბანაკში გაუშვა? "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონის ტიტული მოიპოვა - რობინ ვან პერსი კი ბომბარდირი გახდა. ეს ყველაფერი ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონის უკანასკნელ სეზონში მოხდა. დიახ, შემდეგ "ოლდ ტრაფორდზე" დევიდ მოიესი მივიდა...

სხვა სტატიები