Belive

ვინ გახდა პრემიერ ლიგის ბომბარდირი?!

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა 2018/19 წლების სეზონის პრემიერ ლიგა, რომლის გამარჯვებულიც ზედიზედ მეორედ "მანჩესტერ სიტი" გახდა. პრემიერ ლიგის ბომბარდირობისთვის ბოლო ტურამდე სალაჰი, ობამეიანგი, აგუერო და სადიო მანე იბრძოდნენ და სალაჰი 22 გოლით ლიდერობდა. დღეს კი სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა: სადიო მანემ დუბლი შეასრულა და სალაჰის მსგავსად 22 გოლი გაუგროვდა, ასევე დუბლი შეასრულა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა და მასაც 22 გოლი დაუგროვდა. საბოლოო ჯამში კი პრემიერ ლიგის 2018/19 წლების სეზონის გათამაშებას 3 ბომბარდირი ჰყავს: პიერ-ემენიკ ობამეიანგი, სადიო მანე და მოჰამედ სალაჰი. პრემიერ ლიგაში ბომბარდირობა საგოლე გადაცემების ხარჯზე არ წყდება, თუმცა ეს რომ ასე ყოფილიყო ბომბარდირი მოჰამედ სალაჰი გახდებოდა, რადგან მას 22 გოლთან ერთად ყველაზე მეტი - 8 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.

სხვა სტატიები