Belive

ვინ გახდება ტურინის იუვენტუსის ახალი პრეზიდენტი?

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

29 ნოემბერს, ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელთა გუნდმა თანამდებობა სრულად დატოვა, მათ შორის კლუბის პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ და ვიცე-პრეზიდენტმა, პაველ ნედვედმა.

მალევე, იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ იქნება ანდრეა ანიელის შემცვლელი. სხვადასხვა ვერსიებს შორის ყველაზე სარწმუნო ჯანლუკა ფერეროს კანდიდატურა გახლავთ, რომლის სახელს და გვარსაც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იტალიური გამოცემა, La Gazzetta Dello Sport-ი აჟღერებს.

46 წლის მენეჯერი ტურინში დაიბადა, როგორც ფინანსური, ისე იურიდიული განათლება მიიღო და ამ ქალაქის აუდიტორულ კომპანიებსა და სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი 1989 წლიდან ტურინის ბუღალტრულ ექსპერტთა ოდენის წევრია და როგორც იტალიური მედია იუწყება, "იუვენტუსის" დიდი გულშემატკივარია. რაც შეეხება უშუალოდ საფეხბურთო საქმიანობას, ამ მიმართულებით ბევრი არაფრის თქმა შეიძლება, ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურების შემთხვევაში, ჯანლუკა ფერერო საფეხბურთო მენეჯერის რანგში პირველად იმუშავებს.

ტურინის იუვენტუსი იტალიის სერია A-ში ჩატარებული 15 ტურის შემდეგ 31 ქულით მესამე ადგილს იკავებს. საერთაშორისო დონეზე კი ევროპა ლიგის 1/16-ფინალში გამოდის და "ნანტს" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები