Belive

ვინ იყო აბე ვან დენ ბანი?

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
თანამედროვე ფეხბურთში ვარცხნილობებისა და ზოგადად სტილის ცვლა უკვე აღარავის უკვირს. თუმცა არსებობდა პერიოდი როდესაც ყოველი ინოვაცია რომელიც ფეხბურთელებს საკუთარ გარეგნობაში შეჰქონდათ ყურადღების ცენტრში ექცეოდა. აბე ვან დენ ბანის სახელი თანამედროვე ფეხბურთის გულშემატკივრებს შესაძლოა არაფერს ეუბნება, მაგრამ იყო დრო როდესაც ჰოლანდიაში იგი საკმაო პოპულარობით სარგებლობდა. მას არასდროს უთამაშია დიდი ფეხბურთი, მის დროს, კრუიფი, ნეესკენსი, კროლი და სხვები ბრწყინავდნენ, მაშ რა იყო მისი პოპულარობის მიზეზი? მისი ულვაში.

აბე ვან დენ ბანი და რუუდ გულიტი "აიაქსის" წინააღმდეგ

  ალბათ დაგვეთანხმებით რომ მსგავსი ულვაშით ვან დენ ბანს დღესაც რომ ეთამაშა ყურადღება ნამდვილად არ მოაკლდებოდა. ვან დენ ბანი ვესტზაანში 1946 წელს დაიბადა, მისმა კარიერამ კი სამოყვარულო კლუბების გარდა, "ამსტერდამში" და "ჰაარლემში" ჩაიარა. ამ უკანასკნელში იგი რუუდ გულიტის კარიერის საწყისებს შეესწრო და გუნდის გულშემატკივრები მას დღემდე დადებითად იხსენიებენ. "ამსტერდამში" იგი წამყვან ფეხბურთელად ითვლებოდა თუმცა 1976 წლიდან იგი "ჰაარლემის" ნამდვილ ძრავად იქცა, რამდენიმე სეზონი იგი ერედივიზიონში ასპარეზობდა, შემდეგ კი მეორე დივიზიონში გავარდა, რომელიც 1981 წელს მოიგო. ეს ვან დენ ბანის ერთადერთი ტიტულია კარიერაში.

ვან დე ბანი 70 - იანი წლების საფეხბურთო სტიკერებზე

მას ერთი საინტერესო ფაქტიც უკავშირდება: 1973 წლის 21 ივლისს ინტერტოტოს თასზე მისი კლუბი სლოვაკურ "ნიტრას" ხვდებოდა, აბე იმდენად გაბრაზდა არბიტრზე, რომელმაც რამდენიმე სერიოზული დარღვევა დაუსჯელად დატოვა, რომ მას ყვითელი ბარათი ჯიბიდან ამოაცალა და ცხვირწინ აუფრიალა. ამის გამო მან წითელი ბარათი მიიღო. კარიერის დასრულების შემდეგ ვან დენ ბანმა ჰოლანდიაში სადალაქო გახსნა. 2012 წელს ფრანგულმა გაზეთმა "oldschool panini-მ" აბე ვან დენ ბანის ულვაშს საფეხბურთო ისტორიაში ყველაზე ლამაზი უწოდა. ვან დენ ბანი ამჟამადაც ატარებს ულვაშს და უნგრეთში ცხოვრობს.  

სხვა სტატიები