Belive

ვინ იქნება რონალდუს საუკეთესო პარტნიორი „იუვეში?“

5 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
მოდრიჩი, კროოსი, ისკო, მარსელო, ბენზემა - ეს იმ ფეხურთელთა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც კრიშტიანუ რონალდუს მადრიდის „რეალში“ თამაშისას საგოლე პასებით ამარაგებდნენ. მოსალოდნელია, რომ ისევე როგორც მადრიდში, ასევე ტურინში რონალდუ გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა გახდება და რომ გუნდის შემტევითი ტაქტიკა ძირითადად სწორედ მასზე იქნება აგებული, თუმცა ვინ იქნება რონალდუს საიმედო პატრნიორი - ეს არის მთავარი საკითხი, რომელზე პასუხი ჯერ არავინ იცის. „იუვეს“ გულშემატკივრების მოლოდინით, რონალდუს გუნდში მოსვლის შემდეგ დიბალა საკუთარი შესაძლებლობების გამოყენებას უკეთესად შეძლებს და იგი მეორე ფორვარდის პოზიციაზე დამკვიდრდება. „დიბალდო“ - სწორედ ამ სახელით მოიხსენიებენ იტალიაში „იუვეს“ შემტევ ხაზს, რომლის დებიუტი უკვე შედგა - სერია ა-ს პირველ ტურში, „კიევოსთან“ მოგებულ მატჩში (3:2) დიბალა სწორედ რონალდუს უკან თამაშობდა. ალეგრიმ გუნდი პირველ მატჩში 4-2-3-1 ტაქტიკით ათამაშა: ფლანგებზე ვერცხლისწყალივით მოძრავი კუადრადო და დუგლას კოშტა თამაშობდნენ, ხოლო ბურთის განაწილებასა და ცენტრის დაჭერაზე მირალემ პიანიჩი და სამი ხედირა ზრუნავდნენ. შემტევითი ტაქტიკისა და 3 გატანილი გოლის მიუხედავად, რონალდუმ თავის გამოჩენა ვერ მოახერხა. საფეხბურთო მოედანზე ხდება ის, რასაც სახიფათო მომენტებში ვერ ვხედავთ - რონალდუმ რამდენჯერმე მცველებისთვის დამაბნეველი და ჭკვიანური მანევრი განახორციელა, რაც „იუვეს“ ფეხბურთელებმა ვერ შენიშნეს - აღნიშნული საკითხი ალეგრიმაც დაადასტურა: „დიახ, რონალდუს საჭირო მომენტში ნახევარმცველებმა ბურთი არ მიაწოდეს,“ აღნიშნა მან. მოედანზე მარიო მანჯუკიჩის გამოსვლის შედეგად, რონალდუმ თავის საყვარელ, მარცხენა თავდამსხმელის პოზიციაზე გადაინაცვლა, რის შედეგადაც რამდენჯერმე ინდივიდუალურად სცადა გოლის გატანა. მანჯუკიჩი ბენზემას სტილის ფეხბურთელი არაა, თუმცა ხორვატი სერია ა-ში ერთ-ერთ ყველაზე მებრძოლ და შრომისმოყვარე ფეხბურთელად ითვლება, რის გამოც იტალიაში მიიჩნევენ, რომ მას რონალდუსთვის თავისუფალი სივრცის გათავისუფლება იდეალურად შეუძლია. თუკი მანჯუკიჩი რონალდუს იდეალურად შეეწყობა, რა ბედი ელის დიბალას? 3 ფორვარდით თამაში იუვეს სტილი არ არის, მითუმეტეს, ასეთ შემთხვევაში დიეგო კოშტას სათადარიგოზე მოუწევს გადანაცვლება - ფეხბურთელს, რომელმაც გასულ წელს გააკეთა 13 საგოლე პასი, შექმნა 83 სახიფათო მომენტი, გააკეთა 45 ზუსტი გადაცემა საჯარიმოში და 171 წარმატებული დრიბლინგი შეასრულა. ცხადია, რამდენიმე ალტერნატივის გამოყენების შესაძლებლობა ალეგრისთვის დამატებით ძალას, მაგრამ ასევე თავსატეხსაც წარმოადგენს. იტალიელი სპეციალისტი მხოლოდ ვარჯიშებზე დაკვირვებითა და მატჩის პროცესში გაკეთებულ როტაციით შეძლებს დაადგინოს, თუ რომელი ტაქტიკისა და შემადგენლობის შედეგად შეძლებს პორტუგალიელი თავისი გოლეადორული თვისებების ეფექტიანად გამოყენებას.

სხვა სტატიები