Belive

ვინ ითამაშებს ნეიმარის ნაცვლად კოპა ამერიკაზე?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ტიტე, კოპა ამერიკის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, უდიდესი პრობლემის წინაშე დადგა - კოჭის ტრავმის გამო, გუნდს მთავარი დამრტყმელი ძალა, ნეიმარი გამოაკლდა. ნეიმარისთვის ეს სეზონი დასრულებულია - მთავარი საკითხავი კი ის იყო, თუ ვის გამოიძახებდა ტიტე ამერიკის კონტინენტზე გასამართ მთავარ საერთაშორისო ტურნირზე. როგორც ცნობილი იყო, ნეიმარის შემცვლელად ტიტე "ჩელსის" ნახევარმცველს, ვილიანსა და "რეალის" ახალგაზრდა შემტევს, ვინიციუს ჯუნიორს განიხილავდა. როგორც ბრაზილიური სპორტული მედია იტყობინება, ტიტემ ახალგაზრდა ტალანტს გამოცდილი ფეხბურთელი არჩია და კოპა ამერიკაზე სათამაშოდ ვილიანი გამოიძახა. ბრაზილიის ეროვნული ნაკრები ამჟამად დედალაქში იმყოფება და პორტო ალეგრეში გასაფრენად ემზადება. ტიტეს გუნდი პირველ მატჩს პარასკევს, ბოლივიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები