Belive

ვინ ხარჯავს ტრანსფერებში ყველაზე მეტ ფულს? - იხილეთ 2020 წლის შედეგები

3 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
2020 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდი, მსოფლიოში არსებული პანდემიიდან გამომდინარე, ჩვეული ვადებიდან განსხვავებულად წარიმართა. სატრანსფერო პერიოდი ამჟამად დასკვნით ფაზაშია გადასული და შემადგენლობის გაძლიერებისა და გადახალისების მსურველ კლუბებს, მიზნის მისაღწევად, სულ ცოტა დრო რჩებათ.  გთავაზობთ იმ გუნდების TOP 10-ეულს, რომლებმაც მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს:

10 "ასტონ ვილა"

განხორციელებული ტრანსფერები: ოლი ვოტკინსი (€30.8 მლნ), ბერნარდ ტრაორე (€18.4 მლნ), ემილიანო მარტინეზი (€17.4 მლნ), მეტი ქეში (€15.75 მლნ). 

ჯამურად გადახდილი თანხა ≈ € 82.35 მლნ

ჯამურად მიღებული თანხა € 0


9 "ლივერპული"

განხორციელებული ტრანსფერები: დიოგო ჟოტა (€44.7 მლნ), ტიაგო (€30 მლნ), კონსტანტინოს ციმკასი (€13 მლნ).

ჯამურად გადახდილი თანხა ≈ €87.7 მლნ

ჯამურად მიღებული თანხა € 15.9 მლნ


8 "ლიდსი"

განხორციელებული ტრანსფერები: როდრიგო (€30 მლნ), დიეგო ლორენტე (€20 მლნ), ჰელდერ კოშტა (€17.7 მლნ), რობინ კოხი (€13 მლნ), ილან მესლიე (€6.5 მლნ), ჯო გელჰარტი (€1 მლნ).

ჯამურად გადახდილი თანხა ≈ € 88.2 მლნ

ჯამურად მიღებული თანხა € 0


7 "მანჩესტერ სიტი"

განხორციელებული ტრანსფერები: ნათან აკე (€45.3 მლნ), ფერან ტორესი (€23 მლნ), პაბლო მორენო (€10 მლნ), იან კოუტო (€6 მლნ), ისა კაბორე (€4.5 მლნ).

ჯამურად გადახდილი თანხა ≈ € 88.8 მლნ

ჯამურად მიღებული თანხა € 45 მლნ


6 "იუვენტუსი"

განხორციელებული ტრანსფერები: ართური (€72 მლნ), ალვარო მორატა (იჯარა: €10 მლნ), ვესტონ მაკკენი (იჯარა: €4.5 მლნ), სტეფანო გორი (იჯარა: €3 მლნ).

ჯამურად გადახდილი თანხა ≈ € 89.5 მლნ

ჯამურად მიღებული თანხა € 95 მლნ


5 "ატლეტიკო"

განხორციელებული ტრანსფერები: ალვარო მორატა (€56 მლნ) იანიკ კარასკო (€27 მლნ), ივო გრბიჩი (€7 მლნ).

ჯამურად გადახდილი თანხა ≈ € 90 მლნ

ჯამურად მიღებული თანხა € 21 მლნ


4 "ტოტენჰემი"

განხორციელებული ტრანსფერები: ჯოვანი ლო ჩელსო (€32 მლნ), სერხიო რეგილონი (€30 მლნ), მეტ დოჰერტი (€16.8 მლნ), პიერ-ემილ ჰოიბიერგი (€16.6 მლნ), გარეთ ბეილი (იჯარა).

ჯამურად გადახდილი თანხა ≈ € 95.4 მლნ

ჯამურად მიღებული თანხა € 13.3 მლნ


3 "ინტერი"

განხორციელებული ტრანსფერები: აშრაფ ჰაკიმი (€40 მლნ), ნიკოლო ბარელა (€25 მლნ), სტეფანო სენსი (€20 მლნ), ანდრეა პინამონტი (€8 მლნ), დარიან მალეში (€2.5 მლნ), ალექსანდრ კოლაროვი (€1.5 მლნ).

ჯამურად გადახდილი თანხა ≈ € 97 მლნ

ჯამურად მიღებული თანხა € 81.2 მლნ


2 "ბარსელონა"

განხორციელებული ტრანსფერები: მირალემ პიანიჩი (€60 მლნ), ტრინკაუ (€31 მლნ), მათეუს ფერნანდეში (€7 მლნ), პედრი (€7 მლნ).

ჯამურად გადახდილი თანხა ≈ € 103 მლნ

ჯამურად მიღებული თანხა € 124 მლნ


1 "ჩელსი"

განხორციელებული ტრანსფერები: კაი ჰავერცი (€80 მლნ), ტიმო ვერნერი (€53 მლნ), ბენ ჩილველი (€50.2 მლნ), ჰაკიმ ზიეჩი (€40 მლნ), ედუარდ მენდი (€24 მლნ). 

ჯამურად გადახდილი თანხა ≈ € 247.2 მლნ

ჯამურად მიღებული თანხა € 74 მლნ


 

სხვა სტატიები