Belive

ვინ მიაჩნია გვარდიოლას პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა საინტერესო განცხადებას ავრცელებს. ესპანელი სპეციალისტის თქმით, პრემიერ ლიგის 2018-19 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ბერნარდო სილვა უნდა გამხდარიყო.
"ის საუკეთესო იყო არა მხოლოდ ჩვენს გუნდში, არამედ ზოგადად პრემიერ ლიგაში. მას ყველგან თამაში შეუძლია. მომეცით ნებისმიერი გუნდი და ბერნარდო იქაც უმაღლეს დონეზე ითამაშებს. მას ბურთით ყველაფრის გაკეთება შეუძლია" - განაცხადა გვარდიოლამ.
პორტუგალიელი ფეხბურთელი "სიტიში" 2017 წელს გადავიდა და გუნდთან ერთად ორჯერ მოიგო პრემიერ ლიგა. "ქალაქელთა" მაისურით 100 თამაში ჩაატარა და 22 ბურთის გატანა შეძლო. მიმდინარე სეზონში ის გუნდის შეუცვლელი ფიგურა იყო.

სხვა სტატიები