ვინ მოიგებდა ოქროს ბურთს – რომ არა მესი და რონალდუ

საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ყოველწლიური ღონისძიება – ოქროს ბურთის დაჯილდოება გაიმართა.

2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელი და შესაბამისად, ოქროს ბურთის მფლობელი, არგენტინელი სუპერვარსკვლავი – ლიონელ მესი გახდა.

მესიმ თავისი ბრწყინვალე კარიერის განმავლობაში რიგით მე-7 ოქროს ბურთი მოიგო, მანამდე ის 2009, 2010, 2011, 2012, 2015 და 2019 წლებში გახდა აღნიშნული ჯილდოს მფლობელი.

ოქროს ბურთის ბოლო 13 გათამაშებიდან ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს “ჩანაცვლება” მხოლოდ ერთხელ, 2018 წელს, ლუკა მოდრიჩმა შეძლო.

თავის მხრივ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუც თავს იჩენს ოქროს ბურთის ტიტულების რაოდენობით – პორტუგალიელმა წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება 5-ჯერ, 2008, 2013, 2014, 2016 და 2017 წლებში მიიღო.

ამრიგად, რომ არა მესი და რონალდუ, საფეხბურთო სამყაროში სრულიად სხვა რეალობა იქნებოდა, ოქროს ბურთს კი სხვადასხვა ფეხბურთელები გადაინაწილებდნენ.

გთავაზობთ სიას 2013 წლიდან დღემდე თუ ვინ მოიგებდა ოქროს ბურთს რომ არა მესი და რონალდო:


  • 2013 – ფრანკ რიბერი
  • 2014 – მანუელ ნოიერი
  • 2015 – ნეიმარი
  • 2016 – ანტუან გრიზმანი
  • 2017 – ნეიმარი
  • 2018 – ლუკა მოდრიჩი
  • 2019 – ვირჯილ ვან დაიკი
  • 2021 – რობერტ ლევანდოვსკი

ვინ მოიგებდა ოქროს ბურთს – რომ არა მესი და რონალდუ

| ფეხბურთი |
სტატიის ავტორი
-