Belive

ვინ მოიგებს ოქროს ბუცს სეზონი რომ დღეს დასრულდეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჯერჯერობით უცნობია, დასრულდება თუ არა მიმდინარე სეზონი. როგორც იცით, საფეხბურთო ჩემპიონატების უდიდესი ნაწილი შეჩერებულია. საინტერესოა, ვინ მოიგებს 2019/20 წლების სეზონის ოქროს ბუცს ჩემპიონატები დღეს რომ დასრულდეს. პირველ ადგილზე ამჟამინდელი სტატისტიკით ჩირო იმობილეა. "ლაციოს" შემტევს 27 გოლი და 54 ქულა აქვს (სერია A-ს კოეფიციენტი, ისევე, როგორც ტოპ 5 ჩემპიონატების - 2-ს შეადგენს). მეორე პოზიციაზე მოდის რობერტ ლევანდოვსკი, რომელსაც 25 გოლი და შესაბამისად, 50 ქულა აქვს. 3. კრიშტიანუ რონალდუ 21 X 2 = 42 ქულა 3. ტიმო ვერნერი 21 X 2 = 42 ქულა 3. ერლინგ ჰოლანდი - ნორვეგიელმა ვარსკვლავმა ავსტრიაში 16 გოლი გაიტანა, რომლის კოეფიციენტი 1.5 შეადგენს, ხოლო გერმანიის ბუნდესლიგაში 9 ბურთის შეგდება მოასწრო - 16 X 1.5; 9 X 2 = 42 ლეო მესი მხოლოდ მე-6 ადგილს სჯერდება. არგენტინელმა ლა ლიგაში 19 გოლი გაიტანა და 38 ქულა დააგროვა. 6. ჯეიმი ვარდი - 19 X 2 = 38 ქულა 8. კილიან მბაპე - 18 X 2 = 36 ქულა

სხვა სტატიები