Belive

ვინ შეიძლება შეცვალოს ვალვერდე?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე, დიდი ალბათობით, სეზონის დასრულებისთანავე გუნდს დატოვებს. ვალვერდეს სავარაუდო შემცვლელად ჰოლანდიელი რონალდ კუმანი სახელდება. კუმანი ამჟამად ჰოლანდიის ნაკრებს თავკაცობს. კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა კიდევ ერთი ჰოლანდიელის, "აიაქსის" მთავარი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის კანდიდატურასაც განიხილავს. "ბარსელონას" ხელმძღვანელობა ერნესტო ვალვერდეს მომავალს თასის ფინალის შემდეგ გადაწყვეტს. მისი მწვრთნელობის დროს, "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფიდან მას შემდეგ ვარდება, რაც პირველ თამაშს სამ ბურთიანი უპირატესობით იგებს. ვალვერდემ "ბარსელონა" 2017 წელს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ოთხი ტიტული, ორჯერ "ლა ლიგა", ერთხელ ესპანეთის თასი და ერთიც ესპანეთის სუპერთასი მოიგო.

სხვა სტატიები