Belive

ვინ შეცვლის რონალდ კუმანს? - ბარსელონას ოთხი ვარიანტი 

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სეზონის სტარტის, გუნდის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის წასვლის ფინანსური და სხვა სახის არაერთი პრობლემის ფონზე, "ბარსელონა" მთავარ მწვრთნელთან, რონალდ კუმანთან გამომშვიდობებას აპირებს და მის ჩანაცვლებას თანამედროვეობის საუკეთესო სპეციალისტებით გეგმავს. ნიდერლანდელი სპეციალისტის საქმეში ბოლო წვეთი უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში, ლისაბონის "ბენფიკასთან" უშანსო (0:3) მარცხი აღმოჩნდა, თანაც მის გუნდს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე გამართული ორი შეხვედრის შემდეგ 0 ქულა აქვს და მეტოქეთათვის კარში ზუსტად ერთხელაც კი არ დაურტყამს. ესპანური გამოცემა - El Nacional ირწმუნება, რომ 58 წლის სპეციალისტი გათავისუფლების ზღვარზეა, რაც შეეხება მის პოტენციურ შემცვლელს, კატალონიური გრანდი ამ პოზიციაზე 4 მწვრთნელს განიხილავს, ესენია: იურგენ კლოპი, ერიკ ტენ ჰაგი, რობერტო მარტინესი და ჩავი ერნანდესი.
Image Credit: PA
ჩამოთვლილი კანდიდატებიდან "ბლაუგრანას" ყველაზე მეტად "ლივერპულის" თავკაცის გადაბირება სურს, თუმცა გერმანელის კონტრაქტი მერსისაიდელებთან 2024 წლამდე მოქმედებს, ამიტომ ჟოან ლაპორტამ და მისმა გუნდმა პირველ რიგში კომპენსაციის თანხაზე უნდა იზრუნონ, რათა მისი ხელშეკრულება "წითლებთან" გამოისყიდონ. ასევე, პრობლემატურია თავად რონალდ კუმანთან განშორების საკითხიც, რადგანაც ნიდერლანდელისთვის "ბარსას" კომპენსაციის თანხის გადახდა არსებული ფინანსური პრობლემების გამო ძალიან გაუჭირდება. ESport3 იუწყება, რომ კუმანისთვის კონტრაქტი ითვალისწინებს შეთანხმებას, რომ კლუბის მხრიდან, თანამშრომლობის 2 წლის ვადაზე ადრე გაწყვეტის შემთხვევაში, მათ მწვრთნელს 6 მილიონი ევრო უნდა გადაუხადონ.
Image Credit: PA
ყველა ამ სირთულიდან გამომდინარე, "ბარსელონაში" მწვრთნელის ცვლილების საკითხი ჯერჯერობით დაბრკოლებებთანაა დაკავშირებული, თუმცა ესპანური პრესა ამტკიცებს, რომ სიახლეებს მალე შევიტყობთ.  

სხვა სტატიები