Belive

ვინ შეცვლის სტივ ბრიუსს? - ნიუკასლი მსოფლიო კლასის მწვრთნელს არჩევს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე დღის წინ, სტივ ბრიუსმა "ნიუკასლის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა და კლუბის ახალმა ხელმძღვანელობამ ამ ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად კანდიდატების განხილვა დაიწყო. არაბული მხარის ინტერესთა სფეროში ერთბაშად რამდენიმე კანდიდატი შედის, ყველაზე მეტად კი ისინი უპირატესობას დონეცკის "შახტარის" მთავარ მწვრთნელს, პაულო ფონსეკას კანდიდატურას ანიჭეებენ. გარდა პორტუგალიელი სპეციალისტისა, რომელიც ორი სეზონის განმავლობაში "რომას" ხელმძღვანელობდა, "კაჭკაჭების" ახალი ხელმძღვანელები ანტონიო კონტეს, სტივენ ჯერარდს, ედი ჰაუს და ლუსიენ ფავრის კანდიდატურებს განიხილავენ.
PA: Paulo Fonseca
ამჟამად ინგლისურ კლუბს, რომელსაც მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში ჩატარებული 8 ტურის შემდეგ გამარჯვება არ მოუპოვებია და 3 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილს იკავებს, დროებით გრემ ჯონსი ხელმძღვანელობს და შემდეგ შეხვედრაში, "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ გუნდს სწორედ იგი უხელმძღვანელებს.

სხვა სტატიები