Belive

ვინ თამაშობს ყველაზე მეტს? პრემიერლიგის დატვირთული ფეხბურთელების ოცეული 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის პრემიერლიგაში ბოლო, 26-ე ტურის შეხვედრები გადაანაწილეს. საშინლად გადატვირთული გრაფიკის გამო, ინგლისის საუკეთესო დივიზიონში ამ კვირაში მხოლოდ 3 შეხვედრა გაიმართა. ასოციაციისა და ინგლისის თასის, ასევე ევროტურნირებისა და "ბოქსინგ დეის" ჯამში, ფეხბურთელებს სეზონის განმავლობაში უდიდესი ფიზიკური დატვირთვის გადატანა უწევთ. ამ საკითხის პრობლემურობაზე პეპ გვარდიოლა, იურგენ კლოპი და სხვა უმაღლესი დონის სპეციალისტები ინტენსიურად საუბრობენ. არსებობენ ფეხბურთელები, რომლებსაც გადატვირთული კალენდრის გამო სტაბილურად თამაში უჭირთ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთაც სეზონის განმავლობაში თითქმის არცერთი მატჩი გაუცდენიათ. საინტერესოა, ინგლისში, ამ სეზონში, ვინ ითამაშა ყველაზე მეტი. ყველაზე მეტს,"ვულვზის" ძირითადი შემადგენლობის წევრები თამაშობენ. ამ კომპონენტში, საუკეთესო ხუთეულში "მგლების" 4 ფეხბურთელია. მესამე ადგილი წინა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს ვირჯილ ვან დაიკს უკავია, ათეულში კი მისი კიდევ ორი თანაგუნდელი, მოჰამედ სალაჰი და ენდი რობერტსონი არიან. ყველაზე დატვირთული 20 ფეხბურთელის ნუსხა ასეთია
No description available.

სხვა სტატიები