Belive

"ვინ თქვა, რომ მის შეძენას ვაპირებთ?!" - მოურინიომ იოზილს უპასუხა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის "არსენალის" მეათე ნომერმა მესუთ იოზილმა, რომელიც ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა, "მეთოფეთა" გულშემატკივრის შეკითხვას, აპირებს თუ არა კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ "ტოტენჰემში" გადაბარგებას, უპასუხა, რომ ურჩევნია კარიერა დაასრულოს. ცხადია, "დეზების" ენამწარე დამრიგებლის პასუხმაც არ დააყოვნა. ჟოზე მოურინიოს ჟურნალისტმა გერმანელი გამთამაშებლის სიტყვები შეახსენა და კომენტარის გაკეთება სთხოვა, რაზეც პორტუგალიელმა სპეციალისტმა ასე უპასუხა: "ვინ გითხრათ, რომ მის შეძენას ვაპირებთ?!"

იოზილი, რომელსაც 2021 წლის 30 ივნისს "არსენალთან" კონტრაქტი უმთავრდება, "განსაკუთრებულთან" ერთად მადრიდის "რეალში" 2010-13 წლებში მუშაობდა და ლა ლიგა, კოპა დელ რეი და ესპანეთის სუპერთასი მოიგო.

სხვა სტატიები