Belive

ვინ უკაპიტნებს მანჩესტერს სოლსკიაერის ხელმძღვანელობის პერიოდში?

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, კაპიტნის სამკლაური კვლავ ანტონიო ვალენსიასთან რჩება. "ვალენსია ჩვენი გუნდის კაპიტანია. როდესაც იგი ფორმაში შევა და მოედანზე გასვლისთვის მზად იქნება, გასახდელიდან მოედანზე გუნდს სწორედ ის გაუძღვება. ამჟამად იგი აქტიურად ვარჯიშობს, რაც მას ფორმის აღდგენაში დაეხმარება," აღნიშნა "წითელი ეშმაკების" დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა. მიმდინარე სეზონში ეკვადორელმა სულ 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მუხლის ტრავმისა და მყესის დაზიანების გამო მას ორჯერ მოუწია დასვენება, რაც "მანჩესტერელთა" კაპიტნის სათამაშო ფორმაზე, ცხადია ნეგატიურად აისახა.

სხვა სტატიები