Belive

ვინჩენცო იაკინტას 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" ყოფილ ფეხბურთელს, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონ ვინჩენჩო იაკინტას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. იტალიელ ფორვარდს 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა დაუმტკიცდა, მაგრამ მაფიოზურ ორგანიზაციასთან კავშირი არ დაუდასტურდა. ყოფილი ფეხბურთელის სახლში ნაპოვნია რევოლვერი Magnum-ი,  პისტოლეტი Browning-ი და 126 ვაზნა. იაკინტას მამას მაფიოზურ ორგანიზაციასთან კავშირი დაუმტკიცდა და 19 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.  ცნოიბილია, რომ ფეხბურთელი სახლში იარაღს სწორედ საკუთარი მამისთვის ინახავდა.

სხვა სტატიები