Belive

ვინიციუსი ელ კლასიკოების ისტორიაში შევიდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"სანტიაგო ბერნაბეუზე" მორიგი ელ კლასიკო გაიმართა, სადაც მადრიდის "რეალმა" "ბარსელონა" ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ლა ლიგას სათავეში ჩაუდგა. მადრიდელთა მხრიდან, პირველი გოლი ვინიციუს ჯუნიორმა გაიტანა, რომელიც ამ გოლით ელ კლასიკოების ისტორიაში შევიდა. 19 წლის ვინიციუსი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ლეო მესის შემდეგ, რომელმაც ელ კლასიკოში გოლი გაიტანა (19 წლის და 233 დღის). ეს რეკორდი აქამდე ლეო მესის ეკუთვნოდა, რომელმაც ელ კლასიკოში გოლი ასევე 19 წლის ასაკში გაიტანა. მესისა და ვინიციუსის რეკორდებს შორის განსხვავება მხოლოდ 26 დღეს შეადგენს.

იხილეთ მიმოხილვა: რეალი 2:0 ბარსელონა

 

სხვა სტატიები