Belive

ვინისიუსმა მარსელოს მითითება არ გაითვალისწინა (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
21 თებერვალს მადრიდის "რეალი" სეგუნდა ბ დივიზიონის ბინადარ "ალკოიანოსთან" "კოპა დელ რეიზე" სენსაციურად დამარცხდა და სამეფო თასს  1/16 ფინალში დაემშვიდობა. “რეალი” ედერ მილიტაოს მიერ გატანილი გოლის წყალობით პირველივე ტაიმში დაწინაურდა, თუმცა სეგუნდა ბ დივიზიონის ბინადარმა "ალკოიანომ" ანგარიშის გათანაბრება მე-80 წუთზე მოახერხა. დამატებით დროში "ალკოიანოსთვის" სიტუაცია გართულდა – მეორე დამატებით ტაიმში შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მისი ფეხბურთელი მოედნიდან გააძევა. შეიძლება ითქვას, რომ მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩენილმა “ალკოიანომ” სასწაულის მოხდენა შეძლო, “რეალს” მეორე გოლი გაუტანა და სახელოვანი მეტოქე “კოპა დელ რეიდან” გამოთიშა. ცოტა ხნით ადრე, სანამ ანგარიში 1:1 გახდებოდა, მარსელომ, რომელიც "რეალს" კაპიტნობდა, მოუწოდა ვინისიუს, რომ საკუთარ საჯარიმოში დაბრუნებულიყო და მეტოქე აეყვანა შორეულ ძელთან. "არ ჩაფლავდე!"- 2-ჯერ გადასძახა მარსელომ ვინისიუს, 5 წამის შემდეგ კი ხოსე სოლბესმა, რომელიც ვინისიუს უნდა აეყვანა, "რეალის" კარში ბურთი მარტივად გაიტანა. ახალგაზრდა შემტევმა კაპიტნის მითითება არ გაითვალისწინა, რის გამოც "რეალი" დაისაჯა. იხილეთ ვიდეო:

სხვა სტატიები