Belive

ვინისიუსმა პსჟ-ს მიერ შეთავაზებული სუპერკონტრაქტი უარით გაისტუმრა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" 21 წლის შემტევმა - ვინისიუს ჟუნიორმა, ფრანგული გრანდის "პსჟ"-ს სუპერშემოთავაზება უარით გაისტუმრა.
"მე ვრჩები მსოფლიოს საუკეთესო კლუბში, მადრიდის "რეალში" - განაცხადა 21 წლის ფეხბურთელმა.
ბრაზილიელ შემტევმა მადრიდის "რეალში" კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა და მისი გამოსასყიდი თანხა €1 მილიარდი ევროა. "პსჟ"-მ ვინისიუსს სუპერკონტრაქტი შესთავაზა. თუ ბრაზილიელი ფეხბურთელი ფრანგულ გრანდში ტრანსფერს დათანხმდებოდა, კვირის განმავლობაში მიიღებდა €770 000 ევროს, წლის განმავლობაში კი €40 მილიონ ევროს, რაც 12-ჯერ აღემატება მადრიდულ გრანდში მის ამჟამინდელ ხელფასს. ეს კონტრაქტი მას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევდა, თუმცა 21 წლის ბრაზილიელმა შემტევმა "სამეფო კლუბში" დარჩენა და ტიტულების მოგება აირჩია.  გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდულ გრანდში 2027 წლამდე გახანგრძლივებულ კონტრაქტში, ვინისიუსის წლიუში შემოსავალი 10 მილიონი ევროა. 21 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი "რეალში" 2018/2019 წლების სეზონიდან ირიცხება. მან "სამეფო კლუბის" მაისური უკვე 170-ჯერ მოირგო, სადაც გოლით თავი 36-ჯერ გამოიჩინა, საგოლე გადაცემით კი 43-ჯერ. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მე-14 თასი, მადრიდის "რეალმა" სწორედ ვინისიუსის გოლით მოიგო.    

სხვა სტატიები