Belive

ვინიციუს ჯუნიორს თავზე უკბინეს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიელ ვუნდერკინდს „ატლეტიკო B-სთან“ დერბის დროს უცნაური ამბავი შეემთხვა: ფეხბურთელს მეტოქემ თავზე უკბინა. ვინიციუსმა მთელი მატჩის განმავლობაში შესანიშნავად ითამაშა და მეტოქეს ორი გოლიც გაუტანა და ამისთვის მეტოქის კაპიტნისგან, ტაჩისგან, კბენა დაიმსახურა.

ტაჩის განცხადებით, მისი ქმედება გაუმართლებელი იყო: „ნამდვილად არ ვამაყობ ჩემი საქციელით. ეს ნამდვილად არ ასახავს იმ ღირებულებებს, რასაც გუნდი გვასწავლის. ჩემი საქციელი სამაგალითო ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა ისიც საწყენია, რომ „კასტილიასთან“ „ატლეტიკო B-ს“ კარგ თამაშზე მეტი გამოხმაურება ჩემს საქციელს ჰქონდა“, აღნიშნა მან. 18 წლის ვინიციუს ჯუნიორი „რეალმა“ ამ ზაფხულში შეიძინა - ვუნდერკინდის სანაცვლოდ ესპანურმა გუნდმა „ფლამენგოს“ 45 მილიონი ევრო გადაუხადა, თუმცა სეზონის დასაწყისში ვინიციუსი „რეალმა“ აკადემიაში გაუშვა.

სხვა სტატიები