Belive

ვინიციუსის კორონავირუსის ტესტზე პასუხი ცნობილია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"რეალის" ამომავალ ვარსკვლავს - ვინიციუს ჯუნიორს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა, რის შედეგადაც ცნობილი გახდა, რომ 19  წლის ვარსკვლავი დაინფიცირებული არ არის. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. ტესტზე ნაჩვენები ნეგატიური შედეგის შემდეგ, ზინედინ ზიდანს ვინიციუსის შემადგენლობაში დაყენება "ალავესის" წინააღმდეგ გასამართ მატჩში შეეძლება. ლა ლიგის დასრულებამდე 3-ტურით ადრე, "სამეფო კლუბი" პირველ ადგილზე იმყოფება და მდევარ "ბარსელონას" 4-ქულიანი სხვაობით უსწრებს. "რეალის" ღირსებას ვინიციუსი 2018 წლიდან იცავს - 2 სეზონის მანძილზე ჩატარებულ 44 შეხვედრაში ახალგაზრდა შემტევმა 5 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები