Belive

ვინიციუსმა 20 000 კილომეტრი იმგზავრა, თუმცა ბრაზილიის ნაკრებში ერთი წუთითაც არ უთამაშია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ნოემბრის სანაკრებო პაუზა ვინიციუსისთვის ძალიან მოსაწყენი გამოდგა. "რეალის" ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გასული დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი იმგზავრა, თუმცა თავის გამოჩენის შანსი მას არ მისცემია. მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის ვინიციუსი ტიტემ ბრაზილიის ნაკრებში გამოიძახა, რის შემდეგაც 19 წლის ვინგერი მადრიდიდან რიოში გაემგზავრა. რიოდან ვინიციუსი სან პაულოში გადავიდა, შემდეგ მონტევიდეოში (ურუგვაისთან გასვლითი მატჩისთვის), ბოლოს კი კვლავ მადრიდში დაბრუნდა. საბოლოოდ, ბრაზილიელმა 20,700 კილომეტრი ისე დაფარა, რომ ვენესუელასთან და ურუგვაისთან მას ერთი წუთითაც არ უთამაშია.

სხვა სტატიები