Belive

ვინსენტ აბუბაქარი აფრიკული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

2022 წლის მუნდიალზე მეცხრე სათამაშო დღეს G ჯგუფის მატჩით: კამერუნი - სერბეთით გაიხსნა, რომელიც უხვგოლიანი და ბრწყინვალე მატჩი გამოდგა.

კამერუნელებმა და სერბებმა 3:3 ითამაშეს და თითო-თითო ქულა მოიპოვეს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სერბები 53-ე წუთზე 1:3 იგებდნენ, თუმცა 55-ე წუთზე მოედანზე 30 წლის ვინსენტ აბუბაქარი შემოვიდა, რომელმაც 63-ე წუთზე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, 66-ე წუთზე კი საგოლე გადაცემა გააკეთა და ჩუპო-მოტინგს გაატანინა.

ვინსენტ აბუბაქარი აფრიკული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა - 30 წლის კამერული 1966 წლის შემდეგ გახდა პირველი აფრიკელი ფეხბურთელი, რომელმაც შეცვლაზე შესვლის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ მატჩში გოლის გატანა და საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

G ჯგუფში შემდეგი მატჩი 28 ნოემბერს, 20:00 საათზე შედგება, სადაც ერთმანეთს ბრაზილიისა და შვეიცარიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები