Belive

ვინსენტ კომპანი ბარნლის მთავარი მწვრთნელი გახდა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ბარნლიმ" ვინსენტ კომპანი ოფიციალურად დანიშნა მთავარ მწვრთნელად. 36 წლის ბელგიელისთვის ინგლისური კლუბი მეორე გუნდი იქნება, რომელსაც გაწვრთნის. აქამდე კომპანი ბელგიური "ანდერლეხტის" თავკაცი იყო. პირველ წელს ვინსენტმა გუნდი მეოთხე ადგილზე გაიყვანა, შემდეგი სეზონი კი, მესამე ადგილზე დაასრულა. გარდა ამისა, გუნდი ბელგიის თასის ფინალშიც გაიყვანა, თუმცა "გენტთან" პენალტების სერიაში დამარცხდა. ფეხბურთელის რანგში, კომპანიმ, "მანჩესტერ სიტის" რიგებში, 4 პრემიერ ლიგის, EFL და FA  თასების მოგება შეძლო. ის ასევე, ბელგიის ნაკრების კაპიტანი იყო და გუნდთან ერთად 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასასვლელად ერთი მატჩის მოგება დააკლდა. კომპანიმ პირველი განცხადებაც გააკეთა:
"ბარნლი" ნამდვილად ისტორიული  გუნდია და ჩემთვის დიდი პატივია, რომ დავინიშნე  კლუბის მთავარ მწვრთნელად. მოუთმენლად ველი ფეხბურთელებთან მუშაობას და ვეცდები   გამარჯვებული გუნდის შექმნას. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა საბჭოს ხედვამ სამომავლო გეგმების მიმართ, რომელიც ემთხვევა ჩემსას და მოუთმენლად ველი, რომ  დავიწყო ჩემი საქმის შესრულება."
გუნდში ბელგიელზე დიდ იმედებს ამყარებენ და ამბობენ, რომ მისი სჯერათ. კომპანის ლიდერული თვისებებით ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა აღფრთოვანებულია.  "ბარნლის" საბჭოს თავმჯდომარემ ალან პეისმა მედიასთან განაცხადა:
"ვინსენტი ნამდვილი ლიდერია. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა ხედვამ გუნდის სამომავლო გეგმებზე. ვფიქრობ ის შეძლებს, რომ პრემიერ ლიგაში დაგვაბრუნოს."

სხვა სტატიები