Belive

ვიქტორ მოზესი კარიერას თურქეთში გააგრძელებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ჩელსის" მარჯვენა შემტევი, ვიქტორ მოზესი, კარიერას თურქეთის "ფენერბახჩეში" გააგრძელებს. ოფიციალური ინფორმაციით, მოზესი "ფენერბახჩემ" იჯარის წესით 2020 წლის ივნისამდე დაიმატა. "ჩელსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე, ნიგერიელ შემტევს ძირითად შემადგენლობაში ხშირად აყენებდა. მოზესი იტალიელი სპეციალისტის ტაქტიკური მონახაზის უცვლელი წევრი იყო, თუმცა ლონდონში მაურისიო სარის მისვლის შემდეგ, მოზესმა სკამზე გადაინაცვლა და მიმდინარე სეზონში მხოლოდ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა - ნიგერიელი მოედანზე საშუალოდ მხოლოდ 29 წუთს ატარებდა. მოზესი "სტემფორდ ბრიჯზე" 2012 წელს გამოჩნდა, როდესაც ლონდონელებმა "უიგანს" მის სანაცვლოდ £9 მილიონი გადაუხადეს. მას შემდეგ მან "ჩელსის" მაისურით 128 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 18 გოლის გატანა შეძლო. თუმცა აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემდეგ მოზესი "ლივერპულში," "სტოკსა" და "ვესტ ჰემში" იყო განათხოვრებული.  

სხვა სტატიები