Belive

ვიქტორ ვალდესი მესის გარშემო არსებულ სიტუაციას გამოეხმაურა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ყოფილი მეკარე და "ჰორტას" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ვიქტორ ვალდესი ლიონელ მესის გარშემო შექმნილ ვითარებაზე კომენტარს აკეთებს. "ეს სიტუაცია ძალიან განვიცადე. ეჭვქვეშ არასდროს დამიყენებია ლიონელის სათამაშო ხარისხი ან ის, თუ რას წარმოადგენს ის "ბარსელონასთვის". მე ძალიან განაწყენებული ვიყავი მესის შესახებ გაკეთებული ზოგიერთი კომენტარის გამო. მოხარული ვარ, რომ ის კლუბში დარჩება და შეძლებს დიდი ბედნიერების მინიჭებას მათთვის, ვისაც ეს სჭირდება", - ამბობს ვეტერანი ესპანელი მთავარი მწვრთნელი. შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს არგენტინელს კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტა სურდა, რაც ბოლო წლებში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, სავსებით ლოგიკური გახლდათ, თუმცა “ბარსას” ბოსებმა მას ამის ნება არ დართეს, გამოსასყიდი თანხის 700 მილიონი ევროს გადახდა კი შეუძლებელი აღმოჩნდა. შესაბამისად, 6 ოქროს ბურთის მფლობელი მშობლიურ კლუბში კიდევ სულ მცირე ერთ სეზონს გაატარებს – 2021 წლის ზაფხულში მას “ბარსელონასთან” მოქმედი კონტრაქტი ეწურება.

სხვა სტატიები