Belive

ვიქტორ ვალდესი სადებიუტო მატჩში მსაჯის შეურაცხყოფის გამო მოედნიდან გააძევეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გუშინ, 14 სექტემბერს, მწვრთნელის რანგში პირველი მატჩი ჩაატარა ვიქტორ ვალდესმა, რომელიც "ბარსელონას" 19 წლამდელთა გუნდს წვრთნის. "ბარსელონას" 19 წლამდელებმა "ხირონელი" თანატოლები 1:0 დაამარცხეს. ვიქტორ ვალდესმა სადებიუტო მატჩი გამარჯვებით კი გახსნა, თუმცა მატჩის მიწურულს იგი მოედნიდან გააძვეს. მიზეზი კი ის არის, რომ მან მსაჯს შეურაცხყოფა მიაყენა. ჯერ-ჯერობით უცნობია დაისჯება თუ არა ყოფილი ესპანელი მეკარე დისკვალიფიკაციით, თუმცა სადებიუტო მატჩში მან მოედანი 89-ე წუთზე იძულებით დატოვა.

სხვა სტატიები