Belive

ვიქტორ ვალდესი შესაძლოა ბარსელონაში დაბრუნდეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ყოფილი მეკარე ვიქტორ ვალდესი შესაძლოა მშობლიურ კლუბში დაბრუნდეს. Mundo Deportivo– ს ცნობით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ჟოან ლაპორტა საპრეზიდენტო არჩვნებში წარმატებას მიაღწევს და კლუბის მმართველი კიდევ ერთხელ გახდება. ცნობილია, რომ ვალდესი და ლაპორტა ახლო მეგობრები არიან, რასაც ის ფაქტიც ადასტურებს, რომ 2017 წელს, ესპანეთის ნაკრების ყოფილი გოლკიპერის ქორწილში "ბარსელონას" ყოფილი ხელმძღვანელი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. 2019 წელს, ვალდესი "ბლაუგრანას" ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელის რანგში დაუბრუნდა, თუმცა სამ თვეში გაათავისუფლეს. ამჟამად ის ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონის კლუბ "ჰორტას" თავკაცობს. 38 წლის ესპანელი "ლა მასიას" აღზრდილია და "ბარსელონას" მთავარ გუნდში 6-ჯერ ლა ლიგა, 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 2-ჯერ კოპა დელ რეი, 6-ჯერ ქვეყნის სუპერთასი, ორჯერ ევროპის სუპერთასი და ამდენივე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. "ფურია როხასთან" ერთად ის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა.

სხვა სტატიები