Belive

ვიქტორ ვალდესის გამამხნევებელი წერილი იკერ კასილასს

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
როგორც მოგეხსენებათ იკერ კასილასს რამდენიმე დღის წინ გულის შეტევა დაუფიქსირდა რის შედეგადაც იგი პორტოს საავადმყოფოში აღმოჩნდა. მისმა თანამემამულემ, "ბარსელონას" ყოფილმა მეკარემ - ვიქტორ ვალდესმა იკერს წერილი მიწერა, სადაც იგი იკერს ამხნევებს. "ძვირფასო იკერ, ძვირფასო მეგობარო.საფეხბურთო სამყაროში ზოგი მეკარეობას ირჩევს, მაშინ როცა სხვები მათ ნაკლს შეისწავლიან. შენ ხარ და ყოველთვის იქნები ერთ-ერთი, ვინც ხელზე ხელთათმანით დაიბადა. კერპი, რომელსაც აქვს თვისებები, რომელთათვის დანარჩენები მივისწრაფვით. სხვები, ვისაც ნაკლები შეუძლია, ოცნებობენ შენსავით დაეუფლონ ტიტულს, რომელიც საუკეთესოდ გაქცევს, მსოფლიო ჩემპიონი ზურგზე ერთიანით. შენ ხარ და ყოველთვის იქნები: მოტივაციის წყარო მათთვის, ვინც ძელებს შორის დადგომაზე ოცნებობს. ის, ვისაც შეუძლია უფრო მაღლა და დიდხანს აფრინდეს, ვიდრე თითოეულ ჩვენგანს ერთად. ის, ვინც შეუძლებელს რეალობად აქცევს. ის, ვინც თავისი საოცარი სეივით მოახლოებულ საფრთხეს უკუაგდებს. სეივები, რომლებიც მხოლოდ შენ შეგიძლია გააკეთო რჩეულ მოედანზე რჩეული "მაგიური ჯოხით". ჩემო მეგობარო, გარდაუვალია ეს წერილი უემოციოდ დაწერო. მახსენდება, რა გავიარეთ, ნოსტალგიით ვიხსენებ და ვაფასებ ჩვენ შორის ბრძოლებს, რომელთა წყალობითაც ყველაფერი მეტად დავაფასე, შენ გარეშე იმდენი არ მეცოდინებოდა, რამდენსაც თითოეულ ვარჯიშზე შენგან ვიღებდი. ძვირფასო იკერ, ძვირფასო მეგობარო. როგორც მეკარეები, შიშის გარეშე და ჩვენთვის მიღებული ღირებულებებით ვეგუებით საფრთხეს, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში ჩნდება და ამ შემთხვევაში ეს ერთ ჩვეულებრივ სეივზე მეტია. შენი გული, რომელიც კვლავ აგრძელებს მუშაობას მათი წყალობით, ვინც ოცნებობს მიაღწიოს იმას, რასაც შენ. როგორც მეგობარი და როგორც ძველი მეგობარი გირჩევ იყო ისევ ის თეთრი ლომი, ამჯერად გვერდით ხაზს მიღმა. ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც მიუთითებს შენზე და ეს უკვე ისტორიაა. ყოველთვის ჩემს ფიქრებში, მეკარისგან მეკარეს.   წყარო: კლასიკო • Clasico

სხვა სტატიები