ვირჯილ ვან დაიკი – უკეთესი და უფრო ძლიერი დავბრუნდები

მერსისაიდულ დერბიში მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ, ვირჯილ ვან დაიკმა პირველი კომენტარი გააკეთა. “ლივერპულის” დაცვის ბურჯმა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა უმოკლეს დროში გაცილებით უფრო ძლიერი დაბრუნდეს.

“გუდისონ პარკზე” გამართული მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. “ევერტონისა” და “ლივერპულის” მატჩში რამდენიმე სადავო ეპიზოდი იყო, თუმცა ვირჯილ ვან დაიკმა ტრავმა საწყის წუთებშივე მიიღო და მოედნის დატოვება ნაადრევად მოუწია.

მუხლზე მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ, არსებობს საშიშროება, რომ ვირჯილ ვან დაიკმა სეზონის ბოლომდე ვერ შეძლოს ასპარეზობა – თუმცა მერსისაიდული გრანდის დაცვის ბურჯი იმედოვნებს, რომ მოედანზე დაბრუნებას უმოკლეს დროში შეძლებს.

“უკვე გავიარე კონსულტაციები და სარეაბილიტაციო პროცესი დავგეგმე. რეაბილიტაციაზე სრულად ვარ კონცენტრირებული და ვიმედოვნებ, რომ მოედანს უმოკლეს დროში დავუბრუნდები.

მიუხედავად იმედგაცრუებისა, მჯერა დავბრუნდები უკეთესი და უფრო ძლიერი ვიდრე ოდესმე”, – აღნიშნა ვირჯილ ვან დაიკმა.

 

(53)

ვირჯილ ვან დაიკი – უკეთესი და უფრო ძლიერი დავბრუნდები

სტატიის ავტორი
-