ვირუსით დაინფიცირებული ქვეყნების რადიოები ლივერპულის ჰიმნს ერთად გაუშვებენ

მთელი მსოფლიო ახალ კორონავირუსს ებრძვის. აღნიშნული პრობლემის გამო, სოლიდარობისა და გამხნევების აქციის ფარგლებში, დაინფიცირებული ქვეყნების რადიოები 20 მარტს, ჩვენი დროით 11:45 საათზე, Gerry and the Pacemakers-ის შედევრს, You’ll Never Walk Alone-ს (არასდროს იქნები მარტო) გაუშვებენ.

რა თქმა უნდა, ამ აქციაში ერთვება საქართველოც. აქვე შეგახსენებთ, რომ You’ll Never Walk Alone “ლივერპულის” არაოფიციალური ჰიმნია.

ვირუსით დაინფიცირებული ქვეყნების რადიოები ლივერპულის ჰიმნს ერთად გაუშვებენ 1

 

(130)

ვირუსით დაინფიცირებული ქვეყნების რადიოები ლივერპულის ჰიმნს ერთად გაუშვებენ

სტატიის ავტორი
-